Sunday, July 10, 2016

მეცხრე დღე
გუგლის დახმარებით ავტვირთე სასწავლო პროექტის პორტფოლიო,
რომელიც გამოვაქვეყნე ბლოგზე ასევე ვისწავლე ბლოგზე გამოქვეყნებული პორტფოლიოში ცვლილებების შეტანა და ახალი დოკუმენტების დამატება.
ტრენინგი საკმაოდ საინტერესო იყო,  შევიძინე სხვადასხვა კომპიუტერულ პროგრამაში მუშაობის უნარი,
 რაც დამეხმარება შემდგომ პრეზენტაციის უკეთ მომზადებაში.

Saturday, July 9, 2016

დღე-8-ვნახეთ  ტრენერის  მიერ   გაკეთებული   კომენტარები  ჩვენს   გეგმებში,  დავხვეწეთ   აქტივობები.   ვისაუბრეთ   დიფერენცირებულ   სწავლებაზე   განვიხილეთ   მოდული   6.   მოვიფიქრეთდავალებები  სხვადასხვა   საჭიროებების   მქონე  მოსწავლეებისათვის.    პროექტის   გეგმა  დავასრულეთ.ბლოგებს   შევუცვალეთ   დიზაინი.

Friday, July 8, 2016

მეშვიდე დღე:
დღევანდელი დღე  ჩვენი ნამუშევრების პრეზენტაციით დაიწყო. პირველი გამომსვლელი ვიყავი მე, . ჩემი პროექტის თემა იყო "ბუნებრივი მოვლენები". . პროექტის გეგმა თანმიმდევრული და სწორად მქონდა გაწერილი. ვფიქრობ, საინტერესო გამომივიდა.
     მე კმაყოფილი ვარ ამ ტრენინგით, ბევრი რამ ვისწავლე. პროექტის წერის ახალ მეთოდებს გავეცანი.ვისწავლე ახალი ფორმების, გრაფიკების გაკეთება.ვეცდები, გამოვიყენო სიახლეები.

Sunday, July 3, 2016

მეექვსე დღე:
გავიხსენეთ წინა  დღის მასალა.
განვიხილეთ მულტიმედიური პრეზენტაციის კრიტერიუმების ჩამონათვალი.
შევისწავლეთ POWERPOINTIT მუშაობა.
გავაკეთეთ  მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის ჩვენი პროექტიდან გამომდინარე.
ასევე სლაიდების შენახვა, გაგზავნა და გაზიარება.
გავეცანით  შეფასების ინსტრუმენტების მოკლე მონახაზს.  
გავაკეთეთ ჩვენს საქაღალდეში. შეფასების მოკლე მონახაზი.
ძალიან მომეწონა და კარგად დავიმახსოვრე სლაიდების გაკეთება და  
საჭირო მასალის მოძიება.

Saturday, July 2, 2016

მეხუთე დღე

გავიხსენეთ წინა    დღისთემები   ,გავეცანით  მოცემული  დღის   მიზნები.   ვისაუბრეთ შეფასების სხვადფასხვა მეთოდებზე. განვიხილეთ შეფასების 5-სტრატეგია. თითოეული  სტრატეგიიდან   შევარჩიეთ    შეფასების   მეთოდები   და  ინსტრუმენტები   რომლებიც  შევიტანეთ  ჩვენს   გეგმაში   --შეფასების   დროის  ჩარჩოში.  განვიხილეთ   სხვადასხვა   შეფასების   ფორმები,   პრეზენტაციის   ჩეკლისტი   პრეზენტაციის   რუბრიკა  თანატოლთა  უკუკავშირის   ფორმა.   მივიღეთ  საშინაო  დავალება.